პროექტი

პროექტის სახელწოდება: თანამედროვე ხელოვნება (XX საუკუნე-ნიკო ფიროსმანი,პაბლო პიკასო)
პროექტის მთავარი იდეა:გავაცნოთ ბავშვებს თანამედროვე მე-20 საუკუნის ხელოვნება, და ამ მიმდინარეობის მოღვაწეებს ნიკო ფოროსმანს და პაბლო პიკასოს.კარგი იქნებოდა თუ ნიკო ფოროსმანის ნამუშევრებს გაეცნონ და ქართულ პრიმიტიულ მიმდინარეობას
პროექტის აქტუალობა:ბავშვების მიზანია რომ მათ მოიძიონ  მხატვრის (პაბლო პიკასო,ნიკო ფიროსმანი)  თავისებური მანერა.მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია მხატვრის ცხოვრებაზე და უნდა გაუჩნდეთ ინტერესი ფერწერაზე და ფრანგულ ენაზე,კულტურაზე და ქვეყნის თავისებურებაზე
მონაწილეთა ასაკი/კლ:15-18 (IX-XII კლასები)
ვადები/ხანგრძლივობა:2015 წ. 3დ
პროექტის შესაძლო აქტოვობები:დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალაზე,ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა.
მოსალოდნელი შედეგები:სურათების გადაღება სტენდების ფოტოალბომების შექმნა და შემოქმედებითი პრეზენტაციები
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: დამატებითი მასალის ინტერნეტში მოძიება დამუშავებითი პრეზენტაციის მომზადება
პროექტის მსვლელობა:დისკუსია,პრეზენტაცია,სტენდები,
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნილ სასწავლო გეგმასთან კავშირი: უცხ.ს.III.29. საგნებთან და საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი.ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში - ისტორიაში,გეოგრაფიაში ინტერნეტში მასალების მოძიებით დამუშავებით,პრეზენტაციების მომზადებით და ფოტომასალების მოძიებით,ქართულ ენასა და ლიტერატურაში შეიძენენ ინტერვიუს აღების უნარს, ხელოვნებაში კი გამოუმუშავდებათ შემოქმედებითი უნარ-ჩვევები

პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი) :ოლღა ზალდასტანიშვილი


No comments:

Post a Comment